|
2015-10-02 15:57:22, 574 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, ხელი შევუწყოთ საქართველოს არჩევანს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკითხზე მინისტრებთან და პარლამენტის წევრებთან შეხვედრებზე შეკითხვებს ვსვამთ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს მედიის დამოუკიდებლობას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. „ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის დამოუკიდებლობას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. არ გვსურს ვიხილოთ პლურალისტული მედიაგარემო შეზღუდული. ჩვენ ამას თვალყურს ვადევნებთ, შეკითხვებსაც ვსვამთ. გვქონდა შეხვედრები მინისტრებთან, პარლამენტის წევრებთან და აქტიურად ვაკვირდებით პროცესებს. მოხარული ვარ, რომ „რუსთავი 2“ ეთერშია“, - განაცხადა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)