|
2015-10-02 15:31:42, 605 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილე კურტანიძეს: რატომ გამეზარდა კრედიტი შენი გულისთვის, არ სჯობდა გეჭიდავა
ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწილეებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი ზონის“ წევრები, ასევე მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ. აქციის წევრები დეპუტატებს მოუწოდებდნენ დამოუკიდებელი მედიის დაცვის საკითხთან დაკავშირებით პოზიცია გამოეხატათ. დეპუტატმა დათო ლორთქიფანიძემ და აქციის წევრებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. ერთერთმა აქტივისტმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლუკა კურტანიძეს კითხვით მიმართა, თუ რატომ დაყადაღდა „რუსთავი 2“? კურტანიძემ კი უპასუხა, რომ საკითხში გაერკვეოდა და შემდეგ უპასუხებდა. „ან შენი გულისთვის კრედიტი რატომ გამეზარდა, არ ჯობდა გეჭიდავა?“, - მიმართა აქციის წევრმა კურტანიძეს. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის შემდეგ სასამართლომ მის მფლობელობაში მყოფი კომპანია, 51 % წილის მფლობელი შპს „საქართველოც“ დააყადაღა. გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, "რუსთავი2" დღეს დახურვის წინაშეა ისე, როგორც არასდროს. გვარამია საზოგადოებას დახმრებას სთხოვს. მითითებულ ანგარიშზე - : GE09TB1100000018467864 მოსახლეობას ტელეკომპანიის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეუძლია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)