|
2021-01-18 14:47:25, 1358 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი პუტინზე - იმ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი გადახიეს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ხიმკის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, საიდანაც მისი პრესმდივანი, კირა იარმიში მის ვიდეომიმართვას ავრცელებს. ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ ის შეიყვანეს ღია სასამართლო სხდომაზე, რომლის საქმის კურსშიც არავინაა და რომელზეც განიხილება მისი დაპატიმრების საკითხი. მისივე განცხადებით, პუტინს, კერძოდ, როგორც ის მოიხსენიებს „იმ ბაბუას პუნკერში“ იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს. „ვერ ვხვდები რა ხდება. მე ერთი წუთის წინ გამომიყვანეს კამერიდან, ადვოკატებთან შესახვედრად და ვინ არის ეს ხალხი, აქ იმართება სასამართლო სხდომა, პოლიციაში. ეს არის ხიმკის სასამართლოს ღია სხდომა, რომელზეც განიხილება ჩემი დაპატიმრების საკითხი, რატომ არავინ არის ამის საქმის კურსში? რატომ არ მომცეს დოკუმენტები. რატომ მიმდინარეობს ეს სხდომა პოლიციაში? მე მართლმსაჯულების ბევრი დაცინვა მინახავს, მაგრამ ახლა ალბათ „იმ ბაბუას ბუნკერში“ იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს. არარსებულია ის რაც აქ ხდება, ეს არის უმაღლესი დონის უკანონობა", - აცხადებს ალექსეი ნავალნი. შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)