|
2015-10-01 16:17:58, 895 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა - “Innova” გაიხსნა
თბილისში, სანდრო ეულის ქუჩა N7-ში ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა - “Innova” გაიხსნა. კლინიკის ძირითადი სამედიცინო მიმართულებები იქნება ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია და ზოგადი ქირურგია. კლინიკის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. „დღეს კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური კლინიკა გაიხსნა. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ როგორც პროექტირების, ასევე მშენებლობა– აღჭურვის ფაზაში დეტალურად არის გათვალისწინებული კლინიკის ფუნქციონირების და ტექნოლოგიის თანამედროვე სტანდარტები. კარგად არის გააზრებული მთლიანად ფუნქციური აღჭურვა. კლინიკის აღჭურვა და ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ მან ნებისმიერ ახალ გამოწვევას უპასუხოს. თავისი ფუნქციით და აღჭურვით ის არის პრაქტიკულად უნივერსალური ცენტრი. მე წარმატებებს ვუსურვებ ჩემ კოლეგებს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. “Innova”-ს მთავარი დამფუძნებელია “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”, რომელიც კვლავ აგრძელებს სამედიცინო სფეროში ინვესტიციებს და ეს ჯგუფის უკვე მეორე სრულიად ახალი სამედიცინო ცენტრია. პროექტის დაფინანსება, როგორც მშენებლობის ისე აპარატურის ნაწილში, განახორციელა “საქართველოს ბანკმა”, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად. „საქართველოს ბანკი“ ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებაში აქტიურია. ჩვენ უკვე მესამე პროექტი დავაფინანსეთ. წინა 2 პროექტი საკმაოდ წარმატებული იყო და დარწმუნებული ვარ, ეს პროექტის წარმატებული იქნება“, – აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ. კლინიკა „Innova” განთავსებულია 7,000 კვ.მ. ფართზე და აღჭურვილია უახლესი თანამედროვე სტანდარტების მქონე აპარატურით, სადაც არის 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი, და მაღალ ტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი. კლინიკაში მოღვაწეობენ ისეთი პროფესიონალი და წარმატებული ექიმები, როგორებიც არიან რამაზ აღლემაშვილი, ვადიმ ხატიაშვილი, რეზო ბოჭორიშვილი, ირაკლი თოდუა, გოჩა ჩუტკერაშვილი, ირაკლი ჭელიშვილი (პეჩო), დავით დოთიაშვილი და ზურაბ ნარიმანიძე. „კლინიკა „Innova” ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. აქ მუშაობენ რეგიონში საუკეთესო სპეციალისტები. დღეიდან საქართველოს მოსახლეობას საშუალება აქვს, ამ კლინიკაში უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღოს“, – აღნიშნა კლინიკის ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა. მისივე ინფორმაციით, კლინიკა „Innova” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვება. „საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს. არ არსებობს სამედიცინო ნეტრი ამ პროგრამის გარეშე. შესაბამისად, ეს კლინიკაც აუცილებლად იქნება ჩართული ამ პროგრამაში“– აცხადებს გიორგი ყიფიანი.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)