|
2015-10-01 10:35:06, 485 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენთვის სულისშემძვრელია ის საფრთხე, რასაც კუნძულოვანი სახელმწიფოები განიცდიან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით, გამართულ ღონისძიებაში "Climate And Security the Foreign Policy Dimension of Climate Change" მიიღო მონაწილეობა. გიორგი კვირიკაშვილმა კოლეგა მინისტრებს საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა იმ გლობალური ინიციატივის მიმართ, რაც მსოფლიოში კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება. მან ასევე სრული მხარდაჭერა გამოხატა იმ კუნძულოვანი სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც კლიმატური ცვლილებების გამო არსებობის საფრთხის წინაშე დგანან. "მინდა გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა იმ საკითხის მიმართ, რაც წამოჭრეს საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, კერძოდ ის რომ გარემოსდაცვითი ცვლილებები გავლენას ახდენს, როგორც გლობალურ, ასევე ცალკეული ქვეყნების უსაფრთხოებაზე. მსურს მოვიყვანო საქართველოს მაგალითი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გადაიტანა სერიოზული წყალდიდობა, რამაც შეიწირა 23 ადამიანის სიცოცხლე, გაანადგურა ზოოპარკის ბინადარნი და ქვეყანას მოუტანა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი. ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე, მის მომავალზე. საქართველომ საკმაოდ გულთბილი ურთიერთობა დაამყარა წყნარი ოკეანის ბევრ პატარა ქვეყანასთან, ჩვენთვის აბსოლიტურად სულისშემძვრელია ის ეგზისტენციალური საფრთხე, რის წინაშეც ეს სახელმწიფოები დგანან კლიმატური ცვლილებების გამო. სწორედ ამიტომ სრულად ვუჭერთ მხარს გარემოსდაცვით საკითხებზე სამიტს, რომელსაც პარიზი წლის ბოლოს უმასპინძლებს. არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანა დიდია თუ პატარა, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ პრობლემის გარშემო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ღონისძიებას საფრანგეთისა და და გერმანიის საგარეო სამეთა მინისტრები ლორენ ფაბიუსი და ფრანც ვალტერ შტაინმაიერი უძღვებოდნენ, რომლებმაც ქართველ კოლეგას ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)