|
2015-10-01 10:04:45, 589 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს დავრჩები
„მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები“,-ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კითხვას, რომელიც მის სამომავლო გეგმებს ეხებოდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ეძელვა შესაძლებლობა ყოველდღიურ დაპირისპირებაში არ იყოს ჩართული და პარტიულ პოლიტიკაში. "მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები. მუდმივად საუბარია შეზღუდულ უფლებებზე, რომ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ. მუდმივად პარლამენტს უხარია, რომ ვეტოს დაძლევის კვოტა პარლამენტში არის ძალიან დაბალი, მაგრამ მე ამისგან სირთულეს ვერ ვხედავ, რადგან მე მეძლევა შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებში მივიღო მონაწილეობა. მე მეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ არ ვიყო ჩართული ყოველდღიურ დაპირისპირებებში და პარტიულ პოლიტიკაში. ამ საკითხებს წამოწევენ ხოლმე პოლიტიკოსები, რომელთაც იმედი აქვთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებას მივიღებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და როლი, რომელსაც მე ვემსახურები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)