|
2015-09-30 18:47:46, 641 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, დავით საგანელიძის ხელფასი თვეში 28 ათასს შეადგენს
„ერთიან ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელფასი თვეში 28 ათას ლარს შეადგენს. ამ მონაცემს არ ადასტურებს თავად დავით საგანელიძე. იგი განმარტავს, რომ მისი ხელფასი ყოველ თვიურად 21 000 ლარია. „ხელისუფლებაში მოსვლის შედგომ, რაც ბატონი ირაკლი კოვზანაძე მოვიდა, ხელფასი 50 000 ლარიდან გახდა 21 000. ასე, რომ ციფრები მათ გაიხსენონ“, - აღნიშნა საგანელიძემ. „ნაცმოძრაობის“ მტკიცებით, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იტყუება, რადგან მათ აქვთ მტკიცებულება, რომ მისი ხელფასი თვეში 28 ათას ლარს შეადგენს. „მე განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“ არ მიყვარს ზეპირი ლაპარაკი. წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ხელფასი ერთი წლის განმავლობაში 336 ათას ლარს აღწევს. თუ თორმეტ თვეზე გავყოფთ, გამოდის თვეში 28 ათასი. ეს არის ოფიციალური დოკუმენტი“, _ აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)