|
2020-12-30 10:12:36, 711 ნახვა
სამართალი
შსს-მ თეთრიწყაროში ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული 2 არასრულწლოვანი - რ.კ. და ბ.ხ. ჯგუფური ყაჩაღობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა. მათი ცნობით, დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თეთრიწყაროში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა, სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს. პოლიციამ ორივე მათგანი თეთრიწყაროში იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი სახლზე თავდასხმას აპირებდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: დანაშაულის ჩასადენად მომზადებული ნიღბები, ხელთათმანები, ასევე, გადაჭრილი თოფი 2 საბრძოლო ვაზნით და გადაკეთებული აირის პისტოლეტი. ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის ჯგუფურად მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)