|
2015-09-30 16:36:05, 533 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი წიკლაურს: ე.წ. დესანტის წევრები თქვენი სასიქადულო წარმომადგენლებიც არიან, რომლებსაც მეტი კონტაქტები აქვთ
"ე.წ. დესანტის წევრები არიან თქვენი სასიქადულო წარმომადგენლებიც, რომლებსაც გაცილებით უფრო მეტი ნაცნობი წრე, კონტაქტები აქვთ და საკმაოდ ორგანიზებული პარტიული ორგანიზაცია - "სახალხო პარტია" უჭერს მხარს",- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს, რომელმაც სტრასბურგში მყოფ საქართველოს დელეგაციას დესანტი უწოდა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის ტექსტის შესაცვლელად ხელისუფლებამ მობილიზაცია გამოაცხდა. ვოლსკის შეფასებით, წლების განმავლობაში, საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი, სიბრიყვის, ღალატისა და არაადამიანურობის დემონსტრირება იყო. "სიბრიყვის, ღალატის, არაადამიანურობის დემონსტრირება იყო წლების განმავლობაში საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი და ვერც ერთი საკითხი, რომელიც ამ თემებთან იყო დაკავშირებული, ვერ გადიოდა იმ დონეზე განსახილველად, რომ რაღაცა შეცვლილიყო ქვეყანაში. ამ ე.წ. დესანტის წევრები არიან თქვენი სასიქადულო წარმომადგენლებიც, რომლებსაც გაცილებით უფრო მეტი ნაცნობი წრე, კონტაქტები აქვთ და საკმაოდ ორგანიზებული პარტიული ორგანიზაცია -"სახალხო პარტია" უჭერს მხარს"- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დეპუტატები ხვალ საქართველოს თემაზე მომზადებულ რეზოლუციის ტექსტს უყრიან კენჭს. რეზოლუციის პროექტში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებაზეა საუბარი. ოპოზიციის მტკიცებით, რეზოლუციის ტექსტის შესაცვლელად ხელისუფლებამ მობილიზაცია გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი აღნიშნა, რომ მისი სტრასბურგში ყოფნის მიზანია, არავის მისცეს საშუალება, ევროპაში საქართველოს ცუდი რეპუტაცია შეუქმნან.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)