|
2015-09-30 16:12:29, 552 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, პრეზიდენტ ობამას მიერ საქართველოს ტერიოტორიების საკითხი არ გაჟღერებულა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი CNN-ის ეთერის საშუალებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ობამას და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაგეგმმილ შეხვედრას გამოეხმაურა. სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ამ შეხვედრის შანსი პრობლემების შექნის გზით მოიპოვა, რომელიც სირიაში ასადის მხარდაჭერაში გამოიხატება. მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი უკრაინის მოვლენებიდან ყურადღების სხვა თემაზე გადატანაა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების საკითხსაც შეეხო. „პრეზიდენტმა ობამამ დღეს ისაუბრა უკრაინის შესახებ, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. მან ასევე ახსენა ყირიმიც. სამწუხაროდ არ გაჟღერებულა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომელიც ასევე რუსეთის მიერაა ოკუპირებული. თუმცა ამას ხშირად ახსენებენ შეერთებულ შტატებში სხვა ოფიციალური პირები. ეს ყველაფერი არის უკვე პრეზიდენტის მიმართ მნიშვნელოვანი გზავნილი. პუტინს არ გამოუვა, რომ ეს შეხვედრა დიპლომატიური იზოლაციის დასასრულად და მის გამარჯვებად გაასაღოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)