|
2015-09-30 13:01:01, 503 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ჩემი მიზანია, ვიღაცებს არ მივცე საშუალება, ევროპაში საქართველოს ცუდი რეპუტაცია შეუქმნან
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგში იმყოფება. მინისტრი ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და ევროსაბჭოს თავმჯდომარეს შეხვდება. ამასთან, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დეპუტატები ხვალ საქართველოს თემაზე მომზადებულ რეზოლუციის ტექსტს უყრიან კენჭს. რეზოლუციის პროექტში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებაზეა საუბარი. წულუკიანის განცხადებით, არავის მისცემს საშუალებას, ევროპაში საქართველოს ცუდი რეპუტაცია შეუქმნან. "მთავარი მიზანი ჩემი არის ის, რომ არავის მივცე საშუალება, გააკრიტიკოს ქართველი მოსამართლე ევროპულ დონეზე, გააკრიტკოს ქართული მართლმსაჯულება, უსაფუძვლოდ გააკრიტიკოს ის რეფორმები, რომელსაც მთავრობა სამართლებრივ სფეროში ატარებს. მთავარი მიზანია, რომ ევროსაბჭოს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია. რეზოლუციის ტექსტს კენჭს უყრიან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დეპუტატები და ამ კენჭისყრაზე ზემოქმედება არ ძალუძს არც ერთ აღმასრულებელ ხელისუფლებას. მაქვს ჩემი მიზნები, რომ ვიღაცებს არ მივცე საშუალება, ევროპაში საქართველოს ცუდი რეპუტაცია შეუქმნან", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)