|
2015-09-30 10:28:23, 509 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: შეწყალების მექანიზმის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას არ დავუშვებ
„შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება სახელმწიფოს ჰუმანურ ფუნქციად, მის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას არ დავუშვებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნიუ-იორკში, ყოფილი მაღალჩინოსნების გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას, შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების ან უსამართლობის გადაწყვეტის ადგილი. „მე ვიცი, რომ ეს საკითხი განიხილება საქართველოში. მინდა, ხაზი გავუსვა მნიშვნელოვან მომენტს - შეწყალების მექანიზმი არის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. ფუნქცია ჰუმანურობისა იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაარღვია კანონი და დაისაჯნენ კანონის დარღვევისათვის. ამ თვალსაზრისით მე აქამდე ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების მექანიზმის ჰუმანურ პრინციპებს. არ ვუშვებდი და მომავალშიც არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსში. შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლის ან უსამართლობის გადაწყვეტის ადგილი. შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება სახელმწიფოს ჰუმანურ ფუნქციად და მე მინდა, ეს კარგად ესმოდეს ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს, შეწყალების მექნიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად. ეს ასე არ მოხდება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ზახაროვა: რუსეთისა და საქართველოს ხალხებს ერთმანეთი ენატრებათ
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
დააკავეს პირი, რომელმაც მაღაზიიდან კომპიუტერულ ტექნიკა მოიპარა
ტრამპი აცხადებს, რომ მისი შვილი დააბრუნებს იმ თანხას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ქორწილში დახარჯა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)