|
2015-09-29 16:24:27, 716 ნახვა
საზოგადოება
ახალი ავტობუსების შემოყვანამდე მგზავრებს საფრთხე ემუქრებათ
ყვითელი ავტობუსებით გადაადგილება სახიფათოა, - ეს განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ მოძრაობის წევრმა შალვა ოგბაიძემ გააკეთა. „ ამის თქმის საფუძველს ავტობუსების ფიზიკური მდგომარეობა მაძლევს. კერძოდ ეს არის: საბურავების, მუხრუჭების გაუმართაობა, შიგნით სანიტარული მდგომარეობა, საჭის ჯამური ფოლხვი, მაშუქი ელემენტები (აგრეთვე ის ელემეტები, რომელიც ზღუდავს მხედველობას). ამას ემატება გამონაბოლქვი, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ეს საკითხი საკრებულოში არაერთხელ დასმულა. ჩემი პირველი მისვლისას საკრებულოში ნომერ პირველი საკითხი დედაქალაქის სატრანსპორტო სფეროში არსებული პრობლემა, მათ შორის ყვითელი მიკრო ავტობუსების საკითხი იყო. თუმცა ვისაც ამ საქმის გადაწყვეტა ევალება, იმას პასუხი არ აქვს. პასუხი ამაზე პირველ რიგში უნდა ჰქონდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას. გადაწყვეტილებაც მათ უნდა მიიღონ", - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ. ის, რომ ავტობუსები შეცვლას საჭიროებს ამას იბიარდის დახმარებით მოტ მაკფონალდსის წინასწარი მდგომარეობის აღმწერი და სარეკომენდაციო კვლევაც ადასტურებს, სადაც იკვეთება, რომ აუცილებელია სამარშრუტო სქემის შექმნა და ავტობუსები აუცილებლად უნდა იყოს ადაპტირებული. ქალაქ თბილისის მერიაში განგვიცხადეს, რომ ავტობუსების პარკის განახლებაზე აქტიურად მიდის მუშაობა. უახლოეს მომავალში გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერიც. „შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ჯერზე საერთაშორისო ტენდერის გზით მოხდება 200-მდე ავტობუსის შეძენა. ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია. ქალაქ თბილისის მერია აქტიურ პარნტნიორად განიხილავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს“, _ აღნიშნეს ქალაქ თბილისის მერიაში. იბიარდის კვლევის მიხედვით, თბილისისთვის ავტობუსების რაოდენობა 750-მდეა. ყოველ 380 ავტობუსზე საჭიროა ერთი მოდერნიზებული ავტობაზა.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)