|
2015-09-28 18:21:18, 3350 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძემ პეტრას ციხის რეაბილიატაციის პროცესი მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსთან მირანდა ჩარკვიანთან ერთად პეტრას ციხის რეაბილიატაციის პროცესი მოინახულა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პეტრას ციხის რეაბილიტაცია აჭარის ა.რ. მთავრობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაიწყო. „პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის წელს ჯამში 350 000 ლარი დაიხარჯება. მომავალი წლის ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული თანხები ციხის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად. ჩვენ გვინდა, რომ ეს გახდეს ერთ-ერთი აქტიური ტურისტული ცენტრი სანახაობრივად. დაიტვირთება ისტორიული მონაცემების საინფორმაციო დაფებით. პეტრას ციხეს ტურისტები არასოდეს აკლდა, თუმცა გვინდა, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, როცა აქ ტურისტი ამოვა, დახვდეს სანახაობრივად და დასასვენებლად საჭირო ყველა სერვისი“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. „მიმდინარეობს ციხის გალავნის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 318 433 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს ,,ტაო-ტბელი’’ ასრულებს. აღსანიშნავია ის, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შემუშავებული აქვს პეტრას ციხის რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე განხორციელდება ციხის რეაბილიტაცია, ხოლო შემდეგ ეტაპზე შეძენილ იქნება ციხესიმაგრის კეთილმოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზეუმ-ნაკრძალში გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, საექსპოზიციო ნაგებობები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები. აჭარის რეგიონს რეაბილიტირებული პეტრას ციხის სახით კიდევ ერთი ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესო ადგილი შეემატება“, - აცახდებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.
სოჭში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, უკრაინამ S-400 სარაკეტო სისტემას შეუტია.
კახეთში 6 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია - ღვინის ეროვნული სააგენტო
8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)