|
2026-09-14 12:47:17, 1881 ნახვა
საზოგადოება
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
10-12 სექტემბერს, ბათუმში გამართულ მეათე საიუბილეო საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე – Ad Black Sea 2026, გრან პრის მფლობელი კიდევ ერთხელ PSP გახდა. ამასთან ერთად 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს პრიზიც მოიპოვა. ფესტივალზე PSP-ს სამი სარეკლამო კამპანია იყო წარდგენილი - “რეცეპტი: სიმართლე”, “თავისუფლება გადამდებია” და “მეშეზლონგე”, რომლებზეც შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა. „რეცეპტი: სიმართლე“ ფესტივალზე გრან პრითა და 2 ოქროთი დაჯილდოვდა; „თავისუფლება გადამდებია“ - ვერცხლით, ხოლო „მეშეზლონგემ“ ბრინჯაო მოიპოვა. 2026 წლის გრან პრის მფლობელი კამპანია “რეცეპტი: სიმართლე”, ბრენდის გულწრფელობასთან ერთად, გამბედაობიას და საზოგადოებისთვის მთავარი ღირებულების - სიმართლის წარმოჩენას ემსახურება. PSP აუდიტორიასთან შელამაზების გარეშე სიმართლეს საუბრობს გენდერული ნიშნით შერჩევითი აბორტის, გენდერული უთანასწორობის, „ჯანსაღი რუჯის“ სახიფათო მითის შესახებ. PSP გახდა საერთაშორისო ფესტივალებზე ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე ქართული ბრენდი, რადგან ზოგჯერ, ყველაზე ძლიერი რამ, რაც აფთიაქს შეუძლია დანიშნოს - სიმართლეა. Ad Black Sea რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეკლამის ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად შემოქმედებით ინდუსტრიას – საერთაშორისო სააგენტოებს და ბრენდებს აერთიანებს. წლევანდელი საიუბილეო, მეათე საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებითსაინტერესო და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებით სასიამოვნოდ დახუნძლული აღმოჩნდა.
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)