15:27 - 03 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 22:41:04, 18153 ნახვა

ISFED - გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში

„გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში“, - ამის შესახებ განცხადებას ISFED ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხმების დათვლის დროს დათვლილი იქნა ბათილი ბიულეტინების რაოდენობაც, შესწორების შედეგად კი მცირედით შეიცვალა სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა. შიდა აუდიტი PVT-ის სტანდარტული პროცედურაა და ოთხ ეტაპს მოიცავს: 1. დამკვირვებლების მიერ გამოგზავნილი მონაცემების აუდიტი; 2. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შესწორების ოქმების გადამოწმება; 3. ცდომილების ხარისხის გამოთვლის სისწორის აუდიტი; 4. არჩევნების დღის პროცესთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმება.

შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ორგანიზაციის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიმდინარეობს ხარვეზის გამომწევევი მიზეზების მოკვლევა, რომელშიც ასევე ჩართულია “სამართლიანი არჩევნების” გამგეობა.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ახორციელებდა კომპლექსურ დაკვირვებას მთელ საარჩევნო პროცესზე.  მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექიმი 21 წლის ახალგაზრდაზე - პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლისძვლის და თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობით
კობახიძე - თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა - რეაგირება ყველას მოქმედებაზე გვექნება
საპატრიარქო - მოვუწოდებთ პრეზიდენტს და სხვა პირებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს
ყოფილი საჯარო მოხელეები - საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე სასტიკ ძალადობას კატეგორიულად ვგმობთ

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

ვითარება რუსთაველის გამზირზე - დარბევის მე 4 დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics