|
2020-12-10 18:48:15, 490 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კიღურაძის მიმართ 2010-2011 წლებში მომხდარი დარღვევები 2013-2018 წლებში აღმოიფხვრა
2020 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „კიღურაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინება გამოაქვეყნა. მომჩივან ბაკურ კიღურაძის დავა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) 1-ლი პუნქტის საფუძველზე შეეხებოდა 2010-2011 წლებში მის წინააღმდეგ სამართალწარმოებისთვის „საიდუმლო“ გრიფის მინიჭებას, ყოველგვარი გონივრული საფუძვლის გარეშე დახურული სასამართლო სხდომების ჩატარებას და რომ განაჩენები საჯაროდ არ იქნა გამოცხადებული. ამასთან, კონვენციის 34-ე მუხლის (ინდივიდუალური საჩივარი) საფუძველზე, მისი დავის საგანი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის (ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარდგენის მიზნით) საქმის მასალების ასლების გადაცემის თაობაზე მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა. კერძოდ, მომჩივანი ჯაშუშობის ბრალდებით 2010 წლის 13 ივლისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეს მიენიჭა გრიფი „საიდუმლო“ იმ საფუძვლით, რომ საქმის მასალებში მოცემული იყო ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ. 2011 წლის 7 მარტს დახურულ სხდომაზე მიღებული განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი ცნო დამნაშავედ. ასევე, დახურულად წარიმართა პროცესი სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც სრულად დატოვა ძალაში მომჩივნის გამამტყუნებელი განაჩენი. 2011 წლის 18 ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომ მომჩივნის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. 2011 წლის 21 ნოემბერს მომჩივნის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს საქმის მასალებზე წვდომასა და სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის წარდგენის მიზნით ასლების გადაღების მოთხოვნით. სასამართლომ ადვოკატებს მიანიჭა წვდომა საქმის მასალებზე, მაგრამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ასლების გადაღების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მათ არ ჰქონდათ კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად. 2011 წლის 30 ნოემბერს ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს, სხვებს შორის, იმ მოთხოვნით, რომ საქმის მასალების იმ ნაწილების ასლები გადაეღოთ, რომლებიც არ შეიცავდა ინფორმაციას სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მაგრამ – უშედეგოდ. თბილისის საქალაქო სასამართლოს პასუხის თანახმად, მათ საქმის მასალებზე წვდომა მიენიჭათ, რაც გამორიცხავდა მომჩივნის მოსაზრებას სასამართლოს მიერ კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 31 ივლისს მთავრობამ სასამართლოს აცნობა 2013 წლის 13 იანვარს მომჩივნის ციხიდან გათავისუფლების თაობაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ საფუძვლით, რომ ის მიჩნეულ იქნა „პოლიტიკურ პატიმრად“. აღნიშნული სამართლებრივი დაცვის მექანიზმი შესაძლებლობას აძლევდა ამგვარი სტატუსის მქონე პირებს, მოეთხოვათ წარმოების განახლება, და პროცესის მათი გამართლებით დასრულების შემთხვევაში, ექნებოდათ საშუალება შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნის თაობაზე. განსახილველ საქმეზე მთავარმა პროკურატურამ განაახლა სამართალწარმოება. შედეგად დადგინდა, რომ თავდაპირველი გამოძიება არ იყო ობიექტური და სრულყოფილი, შესაბამისად, პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსთხოვა საქმის წარმოების განახლება. სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 16 ივლისს გააუქმა 2011 წლის 1-ლი ივლისის განაჩენი და გაამართლა მომჩივანი. ევროპულმა სასამართლომ განჩინებაში ყურადღება გაამახვილა, რომ განახლებული წარმოება დასრულდა მომჩივნის გამართლებით და, ასევე, მას მიეცა კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ეროვნულ დონეზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე-6 მუხლთან დაკავშირებული საჩივრები სასამართლომ მიიჩნია ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილად კონვენციის 37-ე მუხლის 1-ლი (b) პუნქტის საფუძველზე და საჩივარი ამ ნაწილში ამორიცხა სასამართლოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. რაც შეეხება 34-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ საჩივარს, სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მომჩივნის ადვოკატისათვის მასალების ასლის გადაცემაზე უარი არ იყო უპირობო და საქალაქო სასამართლომ ადვოკატს მისცა მკაფიო ინსტრუქცია და მიუთითა შესაბამის პროცედურებზე, თუმცა, მომჩივანს აღნიშნული პროცედურებისთვის არ მიუმართავს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მთავრობას არ დაურღვევია კონვენციის 34-ე მუხლიდან გამომდინარე ვალდებულებები.
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ირანის ბლოკადის აღდგენის შემდეგ თეირანთან დაკავშირებული დაკავებული სავაჭრო გემების რაოდენობამ 115-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)