12:53 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 15:43:15, 4174 ნახვა

სპორტი
ენერგეტიკის სამინისტროს მიაჩნია რომ მედია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მედიასაშუალებებს თხოვნით მიმართა, ხელი არ შეუწყონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და მოსახლეობა შეცდომაში არ შეიყვანონ.

 „რამდენიმე დღეა, გაურკვეველი საიტებით, ვრცელდება სამი წლის წინანდელი განცხადება ტარიფების კლებასთან დაკავშირებით , რომელიც ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა 2012 წელს. მოვუწოდებთ ყველას არქივიდან ამოღებული ინფორმაციები გავრცელდეს სათანადო ფორმით - მითითებული იყოს რიცხვი და განახლების (ციტირების) საბაბი. აგრეთვე, კიდევ ერთხელ, შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედია საშუალებასთან თანამშრომლობისათვის და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება ან გადამოწმება შესაძლებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში“, - წერია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზოგიერთ მედიასაშუალებაში ინფორმაცია გაზის ტარიფის რამდენიმე თეთრით შემცირებაზე გავრცელდა .





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე Forbes Under 30-ის სპონსორი საქართველოს ბანკია
თორნიკე რაზმაძე სასამართლოს პროცესის გახსნას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics