|
2015-09-26 18:15:17, 698 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა კატასტროფების შედეგების მართვის საერთაშორისო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ნატოს კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრისა (EADRCC) და უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით, კატასტროფების შედეგების მართვის საერთაშორისო საველე-საშტაბო სწავლება - „უკრაინა 2015“ ჩატარდა. ღონისძიებაში 22 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 1100-ზე მეტმა წარმოდგენილმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ვარჯიშში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო დანაყოფის 15 წევრი. საქართველოს ჯგუფი შედგებოდა 2 ქვეჯუფისაგან: ქიმიურ, რადიოლოგიურ და ბირთვული კატასტროფების შედეგებზე რეაგირების დეკონტემინაციის ქვეჯგუფი და სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების ქვეჯგუფი. მიწვეული საპატიო სტუმრისა და დამკვირვებლის სტატუსით, სწავლებაში მონაწილეობა მიიღო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა. სწავლების მიზანს წარმოადგენდა, ფარტომასშტაბიანი კატასტროფების დროს, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გამოვლენა და საერთაშორისო სამაშველო დანაყოფების მხრიდან კატასტროფების შედეგებზე კოორდინირებული რეაგირება. ასევე, ,,INSARAG’’ - ის (საერთაშორისო საძიებო-სამაშველო მრჩეველთა ჯგუფი) ამოცანების შესრულება და ქვეყნებს შორის სამაშველო ოპერაციების გამოცდილების გაზიარება. ნატოსა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სამაშველო ჯგუფის მიერ მაღალ დონეზე შესრულებული სამაშველო ოპერაციები და მადლობა გადაუხადეს სააგენტოს ხელმძღვანელობას ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისათვის.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)