|
2020-11-30 14:10:11, 766 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი, მაია სანდუ, ქვეყნის მოქმედი მთავრობის გადადგომას ითხოვს
მოლდოვის რესპუბლიკის ახალარჩეული პრეზიდენტი, მაია სანდუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იონ ჩიკუსთან შეხვედრას ითხოვს, რათა განიხილოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. ამის შესახებ მაია სანდუმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის მთავრობამ უნდა გააგრძლოს შეუფერხებლად მუშაობა, სანამ შესაძლებელი იქნება მისი გადადგომის შესახებ შეთანხმების მიღწევა. „რას ვფიქრობ იგორ დოდონის მთავრობაზე? არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხმა ხმა მისცა ამ მთავრობას და იმას, თუ როგორ ატარებს იგორ დოდონი მის პოლიტიკას. ეს მთავრობა უნდა წავიდეს. სანამ გადადგება, მნიშვნელოვანია, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია - წარმოადგინოს და დაამტკიცოს ბიუჯეტი“, - განაცხადა მაია სანდუმ. ამასთანავე, ახლადარჩეული პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია პარლამენტის დაშლა, რადგან საკანონმდებლო ორგანო არ ატარებს და ითვალისწინებს ხალხის ინტერესებს და არ იღებს მნიშვნელოვან რეფორმებს, მათ შორის, არც იუსტიციის რეფორმას.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ირანის ბლოკადის აღდგენის შემდეგ თეირანთან დაკავშირებული დაკავებული სავაჭრო გემების რაოდენობამ 115-ს მიაღწია.
თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება
შსს - კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)