|
2020-11-30 13:00:31, 656 ნახვა
სამართალი
ზურაბ ჯაფარიძე და „რეფორმერ ფიტნესის“ მფლობელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან
პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „რეფორმერ ფიტნესის“ მფლობელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ისინი დაკითხვაზე მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც პოლიციამ ფიტნეს კლუბი იძულებით დალუქა. ჯაფარიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ უშვებენ მას იმ ფართში, რომელიც საცხოვრებლად დაიქირავა. „ჩემივე ნაქირავები ფართიდან გამომაძევეს, ფანტელები, ტრენაჟორები ძაფებით დააბეს და დალუქეს. საბოლოო ჯამში აღარ შემიშვეს და საპატიო ყარაული დატოვეს. 6 პოლიციელი, რომელიც მთელი ღამე იცავდა სავარჯიშო დარბაზს. ჩემი მოთხოვნა იქნება ის, რომ შემიშვან, რათა ვაპირებ, რომ აქ ვიცხოვრო. მათ არ აქვთ არანაირი უფლება, რომ მე დამტოვონ გარეთ. თუ მათ აქვთ პრობლემა რომელიმე შპს-სთან, გაარკვიონ მასთან“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ცნობისთვის, ფიტნეს კლუბი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ საცხოვრებელ ფართად იქირავა, პოლიციამ რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ იძულებით დალუქა. მათივე ცნობით, დალუქვის მიზეზი გახდა ის, რომ ფიტნესკლუბი არ დაემორჩილა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს.
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)