11:21 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 10:39:37, 1306 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს

ბრაზილიის პრეზიდენტი ჯაირ ბოლსონარო აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„ვაქცინის გაკეთებას არ ვაპირებ, ეს ჩემი უფლებაა“, - აღნიშნავს ბოლსონარო.

როგორც ბოლსონარომ განაცხადა, ბრაზილიის მოქალაქეებისთვის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არ იქნება.

ბრაზილიის პრეზიდენტმა პირბადის ტარების ეფექტურობაზე ეჭვები გამჟღავნა და თქვა, რომ მათი ეფექტურობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.

მედიის ინფორმაციით, ბრაზილიას მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს აშშ-ს შემდეგ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics