|
2015-09-25 16:24:39, 419 ნახვა
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პრემიებთან დაკავშირებით ქუცნაშვილის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტის თავჯდომარე გიორგი კახიანმა ქუცნაშვილის კანონპროექტს კონტექსტიდან ამოგლეჯილი უწოდა და აღნიშნა, რომ ელფასებთან დაკავშირებული პრობლემები მოსაგვარებელია, თუმცა, ფრაგმენტული ცვლილებებით ეს ვერ მიიღწევა. ქუცნაშვილის მიერ ინიცირებული პროექტის თანახმად, თანახმადაც 25 მაღალი რანგის 800–მდე თანამდებობის პირს 2016 წლის პირველ იანვრამდე პრემიის მიღება უნდა შეეზღუდოს. კანონის პროექტის თანახმად, 25 რანგიდან 24 ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს. ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ თანამდებობის პირებს – საკრებულოს თავჯდომარე, მერსა და გამგებელს. რაც შეეხებათ,სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს, პროექტის მიხედვით, შრომითი გასამრჯელოდან პრემიის მიღების უფლება შეეზღუდებათ: საქართველოს პარლამენტის წევრს; სახელმწიფო მინისტრს და მის მოადგილეს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპიბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავჯდომარეებს და მოადგილეებს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშორების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს; შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრს; პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს; ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრს; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს და მის მოადგილეს; მოსამართლეს; საქართველოს მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს; საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)