|
2015-09-25 11:53:12, 723 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლის“ გუნდი წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მოგებისთვის იბრძოლებს
26-27 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი გაიმართება, სადაც „ვისოლი“ საკუთარი გუნდით იასპარეზებს „ფორმულა ალფას“ სერიაში. შაკო ციხელაშვილი და სანდრო თავართქილაძე წარმატებისათვის „ვისოლის“ სახელით, „ეკოს“ საწვავი პროდუქტებითა და „ვიანორის“ საავტომობილო ზეთებით იბრძოლებენ. გასულ კვირას კი BMW Club Georgia-მ “ვისოლთან“ ერთად რუსთავის ავტოდრომზე SEMA DRAG RACING–ს უმასპინძლა. „ახალი ერა დრაგის ისტორიაში“ - ასე შეაფასეს პროფესიონალებმა რბოლა, რომელიც მონაწილეების და მაყურებლის ინტერესის გასაზრდელად თავიდან ბოლომდე შეცვლილი კლასებით ჩატარდა! რბოლაზე მაყურებლის და მონაწილეების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. 80–ზე მეტმა სწრაფმა ავტომობილმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების სპონსორები იყვნენ: ავტომომსახურების ქსელი VIANOR, ენერგეტიკული სასმელი BLU და ავტონაწილების მაღაზია PREMIX. ახალი სისტემით მონაწილეები დაყოფილნი იყვნენ სამოყვარულო და PRO კლასებად იმის მიხედვით თუ რა კონფიგურაციის იყო მათი წარმოდგენილი ავტომობილი. რაც შეეხება გამარჯვებულებს: A კლასი - 1) დავით იარღანაშვილი 2) ლევან მიქაძე A Pro კლასი - 1) ზურა მუნჯიშვილი 2) ბესო ქვრივიშვილი 3) მიშა გიორგაძე B კლასი - 1) შალვა მელიშვილი 2) გიგა ბერძენიშვილი 3) ჯღარკავა გიორგი Absolute კლასი - 1) ბონდო გოლეთიანი 2) დემეტრე თაქთაქიშვილი 3) მიხეილ მახარობლიძე Absolute Pro კლასი - 1) გიორგი გელაშვილი 2) ბონდო გოლეთიანი 3) რევაზ აბესაძე კვადრო კლასი - 1) ლევან ლაფაჩი 2) თორნიკე გვენეტაძე 3) ნუგზარ ბაირამოვი კვადრო Pro კლასი - 1) გიორგი წერეთელი 2) ლევან ლაფაჩი 3) უჩა ხაჭაპურიძე ღონისძიებაზე Gelashvili Performance-ს გუნდი „ვისოლთან“ ერთად სრული შემადგენლობით იღებდა მონაწილეობას სხვა და სხვა კლასში. გუნდა მოახერხა და საუკეთესო დრო დააფიქსირა კერძოდ კი გიორგი გელაშვილმა BMW E46 Turbo-თი რომელიც გამოიმუშავებს 620 ცხენის ძალას საბურავზე, საკვალიფიკაციო გარბენზე დრო 11.14 წამი დააფიქსირა რაც ჯერჯერობით რეკორდული მაჩვენებელია უკანა და წინა ამძრავ ავტომობილებში. „ვისოლ ჯგუფი“ საავტომობილო სპორტის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს.
(R)
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)