13:33 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 19:29:42, 823 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ბათუმში ახალი მასშტაბური პროექტის, მულტიფუნქციური კომპლექსის პრეზენტაციას დაესწრო.

ეკონომიკის სამინისტრს ინფორმაციით, ოპერატორ კომპანიასთან, შემდგომში ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის შესახებ, ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის მეთაურმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

როოგრც უწყებაში აცხადებენ, პროექტ „თეთრი იალქნების“ მშენებლობას შპს „ეიერ-მერიდიანსი“ ახორციელებს. კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში პროექტში 30 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტის თანახმად, სასტუმროების გარდა აქ აშენდება არანაკლებ 6 აპარტ-ოტელი, სამორინე, საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები, მოეწყობა არანაკლებ 13 000 (ცამეტიათასი) კვ.მ-ზე მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონა და ავტოსადგომი.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, სადაც საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მე-2 კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დადებითი მაჩვენებლებია, იზრდება ინვესტიციების მოცულობა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს.

 „შესაბამისად, ჩვენ ყველა რეგიონში გვაქვს ახალი პროექტები და ინვესტიციები“, - აღნიშნა მინისტრმა.

პროექტის მიმდინარეობისას რეგიონში იქმნება ასობით ახალი სამუშაო ადგილი -მშენებლობის პროცესში მინიმუმ 300 ადამიანი დასაქმდება, კომპლექსის ამოქმედების შემდეგ კი ობიექტზე 250 ადამიანი. დასაქმებულთა არანაკლებ  80%-ის აქართველოს მოქალაქე იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics