13:19 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 16:44:12, 771 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გამოხატავს იმ მძიმე ვითარებას, რაც ქვეყანაში ივანიშვილმა შექმნა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით.

ბოკერიას თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში აღწერილი ვითარება არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმეა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისათვის.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს პოზიციაში არ იცვლება არაფერი და მათი პოზიცია არის მყარი ბოიკოტთან და ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

„ევროპული საქართველოს პოზიციაში არაფერი არ იცვლება, ჩვენი პოზიცია არის მყარი და არაფერი არ შეიცვლება არც ბოიკოტთან და არც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან საყურადღებო იყო ის გზავნილი, რაც ჰქონდა ვიზიტისას მდივან პომპეოს, რა თემაც იყო მისთვის წუხილის საგანი, რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბრიფინგს, იქაც აღწერილი ვითარება არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან მძიმეა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, ის უნდა შეიცვალოს.

რაც შეეხება ტაქტიკურად რა გზა მიაჩნია ჩვენი მეგობარი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის  წარმომადგენლის რომელიმე სპიკერს სწორად, ამ გადაწყვეტილებას ადგილზე იღებს ქართული საზოგადოება და ოპოზიცია, ეს ასე არის და შეერთებული შტატები იმით განსხვავდება სწორედ და თავისუფალი სამყაროს ლიდერი სწორედ იმიტომ არის, რომ ასე არ დგას საკითხი, რომ მიუთითონ  რომელი გზა უფრო სწორია და ამაზე რაიმე მითითება ან ინსტრუქცია მისცენ ვინმეს, ან მთავრობას ან ოპოზიციას.

თუმცა, პრობლემა გვაქვს ძალიან მძიმე. როგორც არის აღწერილი არჩევნები ამ მოკლე კომენტარებშიც კი გამოხატავს იმ მძიმე ვითარებას, რაც ივანიშვილმა შექმნა და როგორ კრიზისშიც შეიყვანა ქვეყანა. ამ კრიზისიდან გამოყვანა კი ვერ მოხდება ახალი არჩევნების გარეშე“, - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩერგოლეიშვილი პარტიების აკრძალვის სარჩელზე- - რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ივანიშვილმა ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ
ნაციონალური მოძრაობა პარტიების აკრძალვის სარჩელზე- რუსულ საოკუპაციო რეჟიმს თავს არ დავუხრით
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ოპერაციები გაფრთხილების გარეშე შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics