14:12 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-14 13:14:23, 416 ნახვა

პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი პარტიების აკრძალვის სარჩელზე- - რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ივანიშვილმა ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ

არანაირი! საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია ფედერალისტებისთვის, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი - რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ, - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, რეჟიმის სასოწარკვეთილი ფაფხური მათი სისუსტის დემონსტრირებაა.

საქართველოს სჭირდება ძლიერი პარტიები.

მხოლოდ ძლიერ პარტიებს შეუძლიათ ცვლილების გამოწვევა.

ნებისმიერი, რომელიც გიმტკიცებთ, რომ ახლა არ არის პარტიული დაქსაქსულობის დრო, არის დელუზიური სულელი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქართულ საზოგადოებაში ბაბლს მიღმა, ვერ ხვდება, რას ნიშნავს და რამ გამოიწვია ლიდერობის კრიზისი და ვერც იმას ხვდება, რას ნიშნავს პარტია.

პარტიების ძალა არ არის დამოკიდებული რეჟიმის აკრძალვებზე. პარტიების ძალა არის დამოკიდებული პარტიების სახალხო მხარდაჭერაზე.

ამიტომ, დიდი ბოდიში რომ მხოლოდ სიხარული შემიძლია გამოვხატო რეჟიმის სასოწარკვეთილი ფაფხურის მიმართ - რეჟიმის სისუსტის დემონსტრირებად ვიღებ და იმიტომ.

არანაირი, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია ფედერალისტებისთვის ამ რეჟიმის მიერ ჩვენი პარტიის აკრძალვას.

პროცესი, სადაც ასეთი რამ არათუ რეალურად ხდება, არამედ უბრალოდ, დაშვებაც კი შესაძლებელია, არ არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მოქალაქის ხმას წონა აქვს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ასაკრძალი პარტიებიდან ოთხს, ანუ ყველას, ფედერალისტების გარდა, 2024 წლის არჩევნებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და რეჟიმისვე ბუღალტერიით, 800 000 ხმაზე მეტი აქვთ აღებული, უფრო ცხადად დაინახავთ, რომ რეჟიმი მისივე დათვლილ 800 000 ადამიანს უუქმებს არჩევანს და ართმევს ხმას.

ამ განუკითხაობის ლეგიტიმაციას და პოლიტიკურ პროცესად წარმოჩენას ფედერალისტები ჩვენი პარტიის ასაკრძალთა სიაში დამატებამდეც არ ვაპირებდით.

ჩვენი გზა გადის ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე სახალხო მხარდაჭერით - მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ და თანმიმდევრულ წინააღმდეგობაზე და ამ წინააღმდეგობის უკეთ ორგანიზებასა და გაფართოებაზე იქამდე, ვიდრე მოქალაქის ხმა რეჟიმის წასაქცევ წონას არ შეიძენს.

ეს აუცილებლად მოხდება, როცა პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნის ისეთი პოლიტიკური ცენტრი, რომლის ფოკუსშიც საზოგადოებისთვის სასიცოცხლო ინტერესებია.

არანაირი! საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია ფედერალისტებისთვის, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი - რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ - ყველა ფრონტზე.

P.S. ხაზარაძემ, სააკაშვილმა და ტელეკლოაკების კოლექტიურმა გრიგოლიებმა ხმა ჩაიგდონ - მაგათ აკრძალვა სადაც შეუძლიათ, იქ კრძალავენ პარტიებს - საკუთარ მძ***რისფერ ეთერებში. ბიძინობა უბრალოდ არ შეუძლიათ და ვერ ბიძინობენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics