2020-11-18 15:48:32, 494 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმითაა დაკავებული
„ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არ არის იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ.
„ის ფაქტი რომ სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ბუნებრივია ამაზე სპეკულაციებს ვერ ავაგებთ, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი არის ნიშანდობლივი. საქართველოში არ არის იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ და ასეთი პარტიების ადგილი არ არის აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან“, - განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან