|
2020-11-14 14:20:34, 794 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თემქაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ნ. განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. "დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მ.მ.-სა და ნ.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ნ.ნ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით მ.მ.-სა და ლ.შ.-ს. სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ლ.შ. - მ გაქცევა მოასწრო, ხოლო მ.მ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ლ.შ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაყვანილია ერთ-ერთ საავადმყოფოში. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნ.ნ.-ის თანმხლებმა გოგონამ - 1999 წელს დაბადებულმა ა.უ.-მ მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა, რის გამოც პოლიციამ იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)