05:28 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 14:33:16, 707 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა „თელიასონერას“ ხელმძღვანელობასთან კომპანიის ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილება განიხილა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „თელიასონერას“ რეგიონულ ხელმძღვანელებს - ევრაზიის რეგიონის პრეზიდენტს, ერიკ ჰალბერგს და კომპანიის ევრაზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს ემილ ნილსონს შეხვდა.

შეხვედრას ასევე კომპანია „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე  ვახტანგ აბაშიძე დაესწრნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანია „თელიასონერას“ საქართველოში საქმიანობას და მის გეგმებს  ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის კუთხით. ასევე, „თელიასონერას“ ხელმძღვანელობამ  შეხვედრაზე ისაუბრა გადაწყვეტილების შესახებ, დაიწყოს ევრაზიის რეგიონში (ყაზახეთი, საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ნეპალი) ოპერირების შემცირების, ხოლო, დროთა განმავლობაში მთლიანად დატოვების პროცესი. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას კომპანიის ოპერირებაზე. „ჯეოსელის“ საქმიანობა, ინიციატივები და  პროექტები  გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. წლების განმავლობაში „ჯეოსელი“ „თელიასონერას“ ჯგუფის ფარგლებში წარმატებულად წარმართავდა გრძელვადიან საქმიანობას და ქვეყანაში ახორციელებდა პასუხისმგებლობით სავსე  ბიზნეს-პრაქტიკას, რაც მომავალშიც იგივე მიმართულებით გაგრძელდება.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, „ჯეოსელი“ საქართველოში მომავალშიც აქტიურად  იმუშავებს, მეტიც, კომპანია ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს. 

„თელიასონერას“ რეგიონულმა ხელმძღვანელებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატით და აღნიშნეს, რომ „ჯეოსელი“ საქართველოში მისი საქმიანობის გაფართოებას აპირებს, კერძოდ, კომპანიის ინფრატრუქტურის განვითარებაში მრავალმილიონიანი ინვესტიციები ჩაიდება მყარ ვალუტაში. 

როგორც „თელიასონერას“ და „ჯეოსელის“ ხელმძღვანელობა აცხადებს - კომპანიას გააჩნია სრული ამბიცია, რომ ნებისმიერი ინვესტორისთვის დღევანდელი სახით არსებული „ჯეოსელი“ არის ძლიერი ფინანსური მდგომარეობის, ჩამოყალიბებული მიზნებისა და ღირებულებების მქონე კომპანია, რომელიც კვლავაც დარჩება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი თანამონაწილე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics