09:17 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 14:45:18, 546 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება - საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს.

უწყების განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის.

„საქართველო გამოთქვამს იმედს, რომ  აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს.

საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას ხელი შევუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას.

დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics