|
2020-11-07 10:40:52, 605 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი - გლობალური პანდემიის პირობებში უსაფრთხო, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა
ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას, გლობალური პანდემიის პირობებში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უსაფრთხო, მაღალი აქტივობის, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის კონგრესში სამხედრო პერსონალის ქვეკომიტეტისა და რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარის, ჯო უილსონის წერილში, რომელიც მან აშშ-ში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს მისწერა. კონგრესმენის წერილში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საარჩევნო რეფორმების მიღების შემდეგ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისკენ. „ქართველებმა საარჩევნო ყუთებთან გააკეთეს არჩევანი და მოხარული ვარ, რომ ეს იყო მტკიცე გზავნილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ორმხრივ ეკონომიკურ წარმატებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სიმტკიცეს მშვიდობის გზით. ამერიკელი სამხედროები ძალზედ აფასებენ საქართველოს თავდადებულ და ნიჭიერ სამხედროებთან ჩამოყალიბებულ ალიანსს, რაც ჩამოგვიყალიბდა მსოფლიო მასშტაბით ერთიანი ძალებით გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლისას და ამ გზით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისას. საქართველოში ვიზიტების შედეგად შთაგონებული ვარ თქვენი ნიჭიერი მოსახლეობით. მე მომავალშიც გავაგრძელებ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას საარჩევნო პროცესის დახვეწისა და უფრო ძლიერი დემოკრატიის შენების პროცესში. მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას აშშ-საქართველოს ურთიერთობების უფრო გაღრმავების საქმეში“, – ნათქვამია წერილში.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)