|
2020-11-04 23:04:01, 568 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი - სწორედ ჩვენი ერთგული მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მოწოდებაა, გამოვიდეთ გარეთ!
"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის არაერთი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს, თუნდაც იმ ოქმების სახით, სადაც ბალანსი არანაირად არ დგება. მისივე თქმით, ძალიან ბევრი წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევაც დაფიქსირდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს უთანაბრდება, მათ შორის ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვის ფაქტები. ირმა ინაშვილის განცხადებით, გაყალბებული არჩევნების ფონზე "პატრიოტთა ალიანსის" პარლამენტში შესვლა, მათი მხრიდან ამომრჩევლისა და საზოგადოების უპატივცემულობა იქნება. პარტიის გენერალურმა მდივანმა 7 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, 17 საათზე "პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ პარტიის ერთგული მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მოწოდებაა, გარეთ გამოვიდნენ. "ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, თუ ჩვენ შევალთ პარლამენტში მაშინ, როდესაც არჩევნები გაყალბებულია და არსებობს ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი, თუნდაც იმ ოქმების სახით, სადაც არანაირად ბალანსი არ დგება. ამის გარდა იყო ძალიან ბევრი წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევა, რაც უთანაბრდება სისხლის სამართლის დანაშაულს. იყო ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვის ფაქტები, რაც არასდროს აღარ უნდა განმეორდეს არც ერთი არჩევნების პერიოდში და ჩვენ ამ გაყალბებული არჩევნების ფონზე შევიდეთ პარლამენტში და დავიკავოთ ის ოთხი ადგილი, რაც ამ თითქოსდა 3%-ის შედეგად გვარგუნა "ქართულმა ოცნებამ", - ეს იქნება ამომრჩევლისა და ჩვენი საზოგადოების უპატივცემულობა. როდესაც ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად ყალბდება, თითოეული მოქალაქის ვალია, არა მარტო სატელევიზიო ეთერებში მონაწილეობდეს და აფიქსირებდეს თავის პოზიციას მყარად, არამედ გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია ქუჩაში საპროტესტო აქციების გზით. ეს არ იქნება ერთი აქცია, ეს იქნება აქციების უწყვეტი ციკლი - პერმანენტული აქციები. იწყება საპროტესტო კამპანია და სწორედ ჩვენი ერთგული მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მოწოდებაა, რომ გამოვიდეთ გარეთ!", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. https://youtu.be/T3nCtmzBkUk
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)