21:41 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 17:02:35, 675 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - დღევანდელი დილის მონაცემებით, კორონავირუსით 209 მედპერსონალია ინფიცირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა კვლავ მოიმატა.

მისი თქმით, დღევანდელი დილის მონაცემებით, კორონავირუსით 209 მედპერსონალია ინფიცირებული.

„კვლავ მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, რომ მეტი სიფრთხილით იყვნენ, რადგან ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში. დღევანდელი დილით გვაქვს 209 შემთხვევა. მოგეხსენებათ, რაოდენ კრიტიკულია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ზრდა, იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან სწორედ ინფიცირებულ ადამიანებს. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენთან, მსგავსი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც. ჩვენთან სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი 6%-ზე მეტი არ არის, რაც მაღალი მაჩვენებელი არაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics