|
2020-10-30 23:27:34, 3530 ნახვა
ირინკა ბარათაშვილი - უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ ნომერი 8, რათა დაისაჯონ დამნაშავეები!
"პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრული ორგანიზაციის წევრი ირინკა ბარათაშვილი "ქართული ოცნების" მიერ გაცემულ დაპირებებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მათი მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დასჯა იყო, რომლებიც საშინელ დანაშაულებებს სჩადიოდნენ, თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" ეს დაპირება არ შეასრულა და მეტიც, "პატრიოტთა ალიანსის" მიერ პარლამენტში შეტანილ რეზოლუციას, რომელიც სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე რეჟიმის დასჯას გულისხმობდა, ხმა არ მისცა. ირინკა ბარათაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს ნომერი 8, რათა დაისაჯონ დამნაშავეები და აღმოიფხვრას უსამართლობა. "2012 წელს როცა "ქართული ოცნება" მოდიოდა მთავრობაში, მათი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დასჯა, რომლებიც საშინელ დანაშაულებებს სჩადიოდნენ. ამ მიმართულებით ვიტყვი, რომ დღეს კი არ დაისაჯნენ, არამედ სწორედ "ქართულმა ოცნებამ" დანიშნა ის მოსამართლეები უვადო ვადით, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს მოღვაწეობდნენ, რაც კატასტროფაა! ასევე მინდა ვთაქვა, რომ ქალბატონმა ირმა ინაშვილმა არაერთხელ შეიტანა რეზოლუცია პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დასჯას, მაგრამ სწორედ "ქართულმა ოცნებამ" არ დასაჯა და არც ხმა არ მისცა ამ რეზოლუციას. მინდა მივმართო "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს, თუ, რა თქმა უნდა, დარჩნენ ისევ ქვეყანაში ასეთები, მინდა გაიხსენოთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ ჩადენილი დანაშაულებები და ის ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში იყვნენ მოკლულები და გათელილები, ასევე მინდა გავიხსენო ის ფაქტი, რომელიც ციხის კადრებს ეხება - არაერთმა ევროორგანიზაციამ აღიარა, რომ ეს იყო დანაშაული, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" ირწმუნება, რომ ეს იყო სისტემის მარცხი, რაც ძალიან გასაბრაზებელია, ამიტომ ხვალ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დამნაშავეების დასჯას და უსამართლობის აღმოფხვრას უნდა მივცეთ ხმა!" - განაცხადა ირინკა ბარათაშვილმა.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)