|
2020-10-30 10:47:12, 595 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: კრწანისის ტყეპარკში მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება - ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, კრწანისის ტყეპარკში, მტკვრის ჭალის ინფრასტრუქტურისა და მწვანე საფარის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილზე გაეცნო. „ორი წლის წინ, მოსახლეობას დავპირდით, რომ კრწანისის ტყეპარკს თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დავუბრუნებდით. ორ წელიწადში ჩვენ შემოვღობეთ ტერიტორია, მოვაწყეთ საჭირო ინფრასტრუქტურა და დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები, რათა ეს სივრცე ვაქციოთ საინტერესო რეკრეაციულ ადგილად როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე სტუმრებისთვის. ველური ბუნების სააგენტო აღდგენით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ამ ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მისი აღდგენა თანხვედრაშია ჩვენი სამინისტროს პოლიტიკასთან. ტყე-პარკი წარმოადგენს მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას და იგი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ამის მაგალითია „ენერგო პროექტის” დაფინანსებით პარკის ტერიტორიაზე მზის ბატარეების ელექტროსადგურის მშენებლობა. ასეთი მწვანე და მდგრადი, ეკოლოგიურად სწორი ენერგორესურსებით უზრუნველყოფა ტყეპარკის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF, პროგრამა „მტკვარი 2”, UNDP) დაფინანსებით, ტყეპარკში 100 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. როგორც UNDP GEF პროგრამის „მტკვარი 2" ეროვნულმა კოორდინატორმა, მაკა ჯულაყიძემ განაცხადა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობა კრწანისის ტყეპარკის აღდგენის პროცესში. ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, რეზო ბეჟაშვილის განცხადებით, მზის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მოხმარდება სარწყავი წყლის სატუმბი სადგურის, ჭალის ტყის საირიგაციო სისტემების, არსებული 11 სათევზაო ტბორის წყალშევსებისა და საკუთრივ ტყეპარკის გზებისა და ბილიკების განათებას. ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შედეგად, კრწანისის ტყეპარკი რუსთავსა და თბილისს შორის მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის ფუნქციას დაიბრუნებს. სადაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)