|
2020-10-27 12:18:07, 4657 ნახვა
სოფლის მეურნეობის მინისტრი და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში ფერმერებს შეხვდნენ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში, შპს „ბლუბერის" კუთვნილ ლურჯი მოცვის პლანტაციაში გურიის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე გამახვილდა, რაზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად მომდევნო წლების განმავლობაში იმუშავებს. ამ გეგმის შესაბამისად, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერის პროგრამების გაგრძელება, ახალი პროგრამების შეთავაზება სხვადასხვა სოფლის მეურნეობის დარგების შესაბამისად. ასევე, ფერმერებისათვის სხვადასხვა საგრანტო პროგრამების შეთავაზება. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის ყოფილი მოადგილე ხატია წილოსანი, „ქართული ოცნების" ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. „ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ფერმერებთან, სადაც სოფლის მეურნეობაზე საუბრისას, ბევრი აქტუალური კითხვა დაისვა. ასევე, იყო საინტერესო ინიციატივებიც. უამრავი რამ კეთდება და ვფიქრობ რეგულარული კომუნიკაცია და მსგავსი ტიპის შეხვედრები ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს. მინდა აღვნიშნო, რომ ის საჭიროებები, ინიციატივები რაც დღეს ფერმერებს აქვთ საჭიროა მაღალი ტრიბუნიდანაც ისმოდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პარტიის კანდიდატი ბატონი ვასილ ჩიგოგიძე იქნება ის ადამიანი, ვინც რეგიონის პრობლემატიკას მთავრობამდე მოიტანს და მომავალში აქტუალობას არ დაკარგავს" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ფერმერები, რომლებიც საქმიანობას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ. ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. ფერმერებს აუცილებლად ექნებათ ჩემი დიდი მხარდაჭერა და ეს იქნება ჩემი პრიორიტეტი მომავალშიც. ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ რეგიონში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაზე" - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)