|
2020-10-24 11:09:58, 456 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი წამყვანი სპიკერის სტატუსით სიტყვით გამოვიდა სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე
როგორ უნდა დაძლიონ ქვეყნებმა COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და როგორც უნდა უზრუნველყონ საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ვირტუალურ ფორმატში შედგა მაღალი დონის დისკუსია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევასა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკის მმართველებს შორის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოვიდა როგორც წამყვანი სპიკერი და ისაუბრა ქვეყანასა და ზოგადად, რეგიონში დღეს არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და მისი დაძლევის გზებზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მაღალ რეპუტაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდში და ნდობას იმ ეკონომიკური პოლიტიკისადმი, რომელსაც ახორციელებს ქვეყნის მთავრობა ბოლო წლებში. ფინანსთა მინისტრის თქმით, გაუარესებული ეკონომიკური სიტუაცია მსოფლიოსა და რეგიონში, უპირველესად საჭიროებს, მაკროეკონომიკური პოლიტიკის სტაბილიზაციისკენ გადასადგმელ სწრაფ ნაბიჯებს, სადაც აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხობრივ მიზნებზე. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნები ორიენტირებულები უნდა იყვნენ არსებული მოწყვლადობების დაძლევაზე, მათ შორის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის ზრდასა და დოლარიზაციის შემდგომ შემცირებაზე; ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორის როლის ზრდას აღნიშნა რა, რომ ამ მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მეტ დერეგულაციას, სახელმწიფო საწარმოების ეფექტიან რეფორმას, ლიბერალური ბიზნესგარემოს ხელშეწყობას. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის აღდგენისთვის აუცილებელია თამამი და ამბიციური რეფორმების განხორციელება. ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ამ პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლს და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ საქართველოს და მთლიანად რეგიონს როგორც COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლის, ისე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)