21:07 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 18:36:53, 460 ნახვა

პოლიტიკა
ქუმსიშვილი იტალიის ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. 


შეხვედრაზე მხარეებმა  საქართველო-იტალიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო, განსაკუთრებით, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ლოგისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორებში.  

შეხვედრაზე აქცენტი  სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მიმართულებით გაკეთდა. 
 

საუბარი წარიმართა ბიზნეს-ფორუმების გამართვის შესაძლებლობაზე საქართველოსა და იტალიაში, რომლის დროსაც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების მოძიების საშუალება მიეცემათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics