|
2020-10-23 10:56:34, 530 ნახვა
კომენტარი
პაატა ჯიბლაძე - „პატრიოტთა ალიანსი“ ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს!
"პატრიოტთა ალიანსის" რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ჯიბლაძე მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და 8 ნომრის შემოხაზვისაკენ მოუწოდებს. ჯიბლაძის განცხადებით, "პატრიოტები" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყებენ სამართლიანობის აღდგენას, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე აგრარული სექტორის განვითარებასა და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას განათლების სისტემაში. მისი თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის და ყველგან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. "რუსთავის, გარდაბნისა და სრულიად საქართველოს ამომრჩეველმა "პატრიოტთა ალიანსი" უნდა აირჩიოს იმიტომ, რომ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყებთ სამართლიანობის აღდგენას, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას, დამნაშავე პირების დასჯას! მოსახლეობამ უნდა აირჩიოს "პატრიოტთა ალიანსი", რადგან ჩვენ ვართ სუფთა ძალა. ჩვენ ვერავინ და ვერაფერს წამოგვაძახებს, ვერ გვაიძულებს, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გავაკეთოთ რაიმე. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში დაბალანსებული პოლიტიკის გატარება, რომელიც ჩვენს სამშობლოს გააერთიანებს და საშუალებას მოგვცემს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო იყოს ჩვენთან ერთად ძმურ ოჯახში. იმიტომ უნდა აგვირჩიონ, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ ეკლესიის როლის ზრდას ქვეყანაში - იმ ეკლესიის, რომლის დაკნინების მცდელობაც მიმდინარეობს მთელი ამ 17 წლის განმავლობაში. ჩვენ შევძლებთ, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის სერიოზული რეფორმების გატარებას, რომლის საშუალებითაც საქართველო ეკონომიკურად წელში გაიმართება. იმიტომ უნდა აგვირჩიოს მოსახლეობამ, რომ ჩვენ შევძლებთ აგრარული სექტორის განვითარებას. რაც მთავარია, ჩვენ განათლების სისტემაში მნიშვნელოვან რეფორმას გავატარებთ. ჩვენ დეცენტრალიზაციის საშუალებით რეგიონებს მეტ ეკონომიკურ რესურსსა და უფლებებს მივცემთ!", - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.
შარაშიძე – ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა, პარტია უნდა აკრძალოს მხოლოდ ხალხმა
შოიგუ: დასავლეთი უცერემონიოდ ერევა საქართველოში არსებულ ვითარებაში
Nordwind Airlines-ი რუსეთის 15 ქალაქიდან რეისებს სოჭის ნაცვლად სოხუმის აეროპორტში გადაიტანს
ელისაშვილი მდინარაძეს - გენერლის სტატუსი არ ჰქონდა, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავასრულო
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)