|
2020-10-22 23:38:39, 483 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - 5,000 ჰექტრამდე ახალი ბაღის გასაშენებლად 40 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება
„5,000 ჰექტრამდე ახალი ბაღის გასაშენებლად 40 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება“ , - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სოფლის მეურნეობის პროგრამული მიმართულების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსებას გულისხმობდა. „ეს იყო საგრანტო თანადაფინანსება, იმიტომ რომ მრავალწლიან ინვესტიციებში ასეთ იაფ ფულად რესურსებთან ერთად საჭიროა გარკვეული საჩუქარი სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანი საგრანტო დაფინანსების შედეგად ჩვენ მივიღეთ ახალი, თანამედროვე ინტენსიური ბაღები მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას, ჩვენ 5,000 ჰექტრამდე ახალ ბაღს გავაშენებთ, რაზეც 40 მლნ ლარზე მეტს დავხარჯავთ" - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, 2015 წლიდან, პროგრამის „დანერგე მომავალი" დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა 10,00 ჰა-მდე მიწის ფართობზე. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად სოფლის მეურნეობის სფეროში მიღწეული შედეგებისა, მისი პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად წინ დიდი სამუშაოა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ დარგის პროგრესს, რომელიც მომავალ წლებში განვითარდება და ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით თანმიმდევრული იქნება. მოსახლეობას რაც დავპირდით, მნიშვნელოვანი ნაწილი შევასრულეთ, თუმცა ჩვენ ვართ განვითარების გზის მხოლოდ დასაწყისში. ერთ-ერთი პირველი რაც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება, ეს არის იაფ ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ეს იყო ჩვენი დაპირება, რომელიც შესრულდა 2013 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ იაფი აგროკრედიტის პროგრამა. ჩვენ ვნახეთ თუ რამდენად შთამბეჭდავი იყო რიცხვები, თუმცა გავგრძელებთ ამ პროგრამას, რადგან გვესმის, რომ იაფი ფულადი რესურსები სოფლის მეურნებასთან და მასთან დაკავშირებული დარგების განვითარებისთვის აუცილებელია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)