|
2020-10-20 16:43:45, 664 ნახვა
პოლიტიკა
მაია ცქიტიშვილი - მომდევნო 4 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 20 მილიარდი ლარი მოხმარდება
2021-2024 წლებში 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების" მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, 1,5 მილიარდი ლარი მოხმარდება რეგიონებში მცირე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას - სოფლის გზების რეაბილიტაციას, წყალმომარაგება-წყალარინების, სკოლების, საბავშვო ბაღების, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. „კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მაღალმთიან და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს, გაგრძელდება ქალაქების მუნიციპალური ტრანსოპორტით უზრუნველყოფა , 2024 წლამდე განხორციელდება დამატებით 400 დასახლების გაზიფიცირება, შედეგად 1 400 000-მდე ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, ქვეყნის გაზიფიკაციის დონე კი 90%-ს გადააჭარბებს, დამატებით ათასამდე დასახლებაში მცხოვრებ 500 000 ადამიანს ექნება წვდომა სწრაფ ინტერნეტზე",- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. ვიცე-პრემიერის თქმით, რეგიონებში ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, გაგრძელდება დასახლებების კომპლექსური განახლების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას და განვითარებას. 2021-2024 წლებში დასრულდება აბასთუმნის განვითარების პროექტი, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი,ბაკურიანის ურბანული განახლება. მესტიაში ლაღამის უბნის რეკონტრუქცია და უშგულის თემში კოშკების აღდგენა, თელავის და ველისციხის ცენტრის ურბანული განახლება, კობის და თრუსოს ხეობის განვითარება და დუშეთის ურბანული განახლების პროექტები. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სულ ცოტა 20 მილიარდი ლარი მოხმარდება.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)