04:58 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 14:40:48, 6234 ნახვა

სპეციალური ანონსი
„m2 ჯგუფი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს

„m2 ჯგუფი“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.  ხელშეკრულების პირობების თანახმად, მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება და, თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი კუთვნილ ბინებს მიიღებს.

მშენებლობას დედაქალაქის მერი კახა კალაძე „m2 ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„აქ უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი სახლი, რომლის მშენებლობა 13 წლის წინ უნდა დასრულებულიყო. პროექტს ახორციელებდა „ოლიმპიური ვარსკვლავი“, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მშენებლობის დასრულება და ფართების მესაკუთრეთა დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა. როგორც კი მოვედით მერიაში და დავიწყეთ ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება, ერთ-ერთ პრიორიტეტად გაცხადდა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულება და ისეთი კომპანიების მოძიება, რომლებიც ამ სამუშაოების განხორციელებას შეძლებდნენ. რამდენიმე თვის წინ, ამ ადგილზე გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი m2-თან და დღეს უკვე, ყველანაირი სამშენებლო ნებართვა არის გაცემული იმისთვის, რომ კომპანია შეუდგეს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. სამი წლის განმავლობაში ეს კონკრეტული ობიექტი იქნება დასრულებული და ყველა ოჯახი დაკმაყოფილებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მერის მოადგილე ილია ელოშვილს, დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხის შემსწავლელი კომისიის წევრებს და დედაქალაქის საკრებულოს თანამშრომლებს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაწეული სამუშაოსთვის.

მისი თქმით, კომპანია „სვეტის“ და კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხის გარდა, მოგვარების პროცესშია კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემაც.

დედაქალაქის მერმა, ასევე, მადლობა გადაუხადა „m2 ჯგუფის“ ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე, დედაქალაქის საკრებულოს წევრები და m2-ის გენერალური დირექტორი შოთა ბერეკაშვილი.

პროექტი თბილისის მერიასთან 23 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„m2 ჯგუფი“ მსგავს პროექტს მეორედ ახორციელებს. რამდენიმე თვის წინ აქტიური სამშენებლო პროცესი დაიწყო სამშენებლო კომპანია „სვეტის“,  წლების განმავლობაში შეჩერებულ სამ ობიექტზე.

პროექტის სრულად ფინანსდება „m2 ჯგუფის“ მიერ, ხოლო ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას „m2 ჯგუფის“ სამშენებლო კომპანია BK Construction განახორციელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics