|
2020-10-19 17:15:17, 555 ნახვა
საზოგადოება
ქვემო სამგორში სკვერი და სპორტული მოედანი ეწყობა
სამგორის გამგეობა რაიონში სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ქვემო სამგორში, ბურჯანაძის ქუჩაზე ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო. ბურჯანაძის ქ. N57-58-ის მიმდებარედ ახალი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე ეწყობა. 1 600 კვ.მ ფართობზე სკვერი და სპორტული მოედანი განთავსდება. პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი 100-მეტრიანი ბეტონის კედელი ეწყობა. ამ ეტაპზე, კედლის მოწყობა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალ სკვერში საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით მოეწყობა. განთავსდება საბაღე სკამები და ურნები. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება. სკვერის გვერდით მინი სტადიონი გაკეთდება. ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი 450 კვ.მ ფართობზე განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ტერიტორია სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის. პროექტის ღირებულება 215 000 ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „ტიფლის კონსტრაქშენი“ ასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)