|
2020-10-19 12:15:06, 506 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტებს იყენებს იმ დირექტორებთან, რომელთაც ვადა ამოეწურათ. კაპანაძე მოითხოვს, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა მიეცეთ მათ მინიმალური გარანტია. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული სტატისტიკა, თუ რას აკეთებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ დირექტორების ნაწილს ამოეწურა დირექტორობის ვადა. ვადაამოწურული დირექტორების გადანიშვნა მოხდა შერჩევითად. თბილისში 110 დირექტორიდან 40-ს არ განუახლდა ვადა ანუ 40 დირექტორი შერჩევითად გაათავისუფლეს. მცხეთა-მთიანეთში 21-დან 6 დირექტორი ასევე შერჩევითად გათავისუფლდა, მათ შორისაა ის ქალბატონი, რომელიც ცუდად გახდა და საავადმყოფოში მოხვდა. სულ ახლახანს იგივე მოხდა ზუგდიდში, სადაც 29 დირექტორიდან 3 არ გადაინიშნა მათი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე. ამ გადანიშნული დირექტორების შემთხვევაც არის კონკრეტული პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი, გამომდინარე იქედან, რომ მათი გადანიშვნა ხდება ბრძანდებით და გათავისუფლებაც შესაძლებელია ბრძანებით, ნებისმიერ დროს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სრული კონტროლი დაამყარეს დირექტორთა დიდ ნაწილზე ამ გადანიშვნა და არდანიშვნის ზეწოლის ინსტრუმენტების გამოყენებით. ჩვენი მოთხოვნაა, განათლების სამინისტრომ მიიღოს მორატორიუმი დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. სამწუხაროდ, სკოლის დირექტორები „ქართული ოცნების“ პირობებში იქცნენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად. მორატორიუმის გამოცხადება იქნება მათთვის მინიმალური გარანტიის მიცემა და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმის მინიმალურად ჩვენება, რომ სკოლის რესურსის ბოროტად გამოყენება არ ხდება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)