21:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 12:09:33, 788 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი - დღეს პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა პატრიოტიზმია, უპასუხისმგებლო ქცევა კი, ქვეყნის განვითარებას აფერხებს

დღეს პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა პატრიოტიზმია,  უპასუხისმგებლო ქცევა კი, ქვეყნის განვითარების შეფერხება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მომავალი არის ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომელიც ყველამ ერთად უნდა ააშენოს.

„დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ქვეყნის წალენჯიხის და სამეგრელოს ხვალინდელ დღეზე საუბარი. დღეს საქართველოში ვეტერანების დღეა. წალენჯიხა საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტია და თავის თავზე გამოიარა, თუ რა არის ოკუპაცია. ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ვეტერანებს და უნდა გავიხსენოთ საქართველოს ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის დაღუპული გმირები, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში შეეწირნენ ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ და ამ ჩვენი წარსულის ტრადიციებით და ფასეულობებით უნდა გავიკვლიოთ გზა ჩვენი მომავლისკენ, ჩვენი მომავალი კი არის ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომელიც ერთად უნდა ავაშენოთ, მაგრამ ეს ყველაფერი იწყება ელემენტარული წესებიდან, ჩვენი ქუჩის, ეზოს მოვლიდან, ასფალტირებული გზებიდან, ნორმალური სკოლებიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ერთობლივი შრომაა გარანტი იმის, რომ ჩვენ ამ პანდემიასაც დავამარცხებთ, ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვალთ და ქვეყნის მშენებლობასაც წარმატებით გავაგრძელებთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics