04:30 - 11 Jul, 2026
|
2020-10-16 18:31:02, 630 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - გურიაში ყველაზე მკაფიოდ არის გამოხატული ადამიანის ინდივიდუალიზმი, რომელიც საინტერესო პოლიფონიას ქმნის
გურიაში ყველაზე მკაფიოდ არის გამოხატული ადამიანის ინდივიდუალიზმი, რომელიც ქმნის გურულ, ყველასგან განსხვავებულ და საინტერესო პოლიფონიას, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმ მდივანმა კახა კალაძემ ოზურგეთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე განაცხადა.
მისი თქმით, მეტწილად სწორედ ამ კუთხის შვილები იყვნენ ჩვენი საამაყო წინაპრები, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები, რომლებმაც - დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
,,ჩვენი ლამაზი ქვეყნის თითოეული კუთხის შვილმა კარგად იცის, რომ იშვიათად შეხვდება ადამიანი თქვენსავით ლაღ, ნათელი და სუფთა ბუნების, ენამოსწრებულ და გულმხურვალე ხალხს. ამასთანავე, შეუძლებელია სიამაყით არ აივსო იმის გაცნობიერებისას, რომ აქ, ამ მხარეში, განსაკუთრებით თავისუფლებისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. მეტწილად სწორედ ამ კუთხის შვილები იყვნენ თქვენი და ჩვენი საამაყო წინაპრები, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები, რომლებმაც - დამოუკიდებლობა გამოაცხადეს - მივიღეთ დროშა, ჰიმნი და იმ დროისთვის მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და პროგრესული კონსტიტუცია. ამ მხარეში ყველაზე მკაფიოდ არის გამოხატული ადამიანის ინდივიდუალიზმი, რომელიც ქმნის გურულ, ყველასგან განსხვავებულ და საინტერესო პოლიფონიას.
2012 წლიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რეგიონში განხორციელდა უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობისა თუ ეკონომიკის ხელშემწყობი პროექტები.
გურიაში ყოფნისას, რასაკვირველია, შეუძლებელია განსაკუთრებით არ აღვნიშნოთ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ამ მხარისადმი, რომელიც ნათლად გამოიხატება თუნდაც მხოლოდ იმ ფაქტით, რომ მან, საკუთარი ქველმოქმედებით და გააზრებული, მიზანმიმართული ნაბიჯებით, ყველანაირი წინაპირობა შექმნა იმისთვის, რომ გურია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვითარდეს, მიღებული ეკონომიკური სარგებელი კი თითოეულმა ადგილობრივმა საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნოს.
ამ ყველაფერთან ერთად, ბუნებრივია, ჩვენს წინაშე კვლავაც რჩება გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ როგორც დღემდე, 2012 წლიდან მოყოლებული, ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდიგვერდ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ეს გამოწვევა იქნეს დროულად მოგვარებული. მინდა, წარმატებები გისურვოთ, გამარჯვებები გისურვოთ!", - განაცხადა კახა კალაძემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


გურიაში ყველაზე მკაფიოდ არის გამოხატული ადამიანის ინდივიდუალიზმი, რომელიც ქმნის გურულ, ყველასგან განსხვავებულ და საინტერესო პოლიფონიას, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმ მდივანმა კახა კალაძემ ოზურგეთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე განაცხადა.
მისი თქმით, მეტწილად სწორედ ამ კუთხის შვილები იყვნენ ჩვენი საამაყო წინაპრები, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები, რომლებმაც - დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
,,ჩვენი ლამაზი ქვეყნის თითოეული კუთხის შვილმა კარგად იცის, რომ იშვიათად შეხვდება ადამიანი თქვენსავით ლაღ, ნათელი და სუფთა ბუნების, ენამოსწრებულ და გულმხურვალე ხალხს. ამასთანავე, შეუძლებელია სიამაყით არ აივსო იმის გაცნობიერებისას, რომ აქ, ამ მხარეში, განსაკუთრებით თავისუფლებისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. მეტწილად სწორედ ამ კუთხის შვილები იყვნენ თქვენი და ჩვენი საამაყო წინაპრები, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები, რომლებმაც - დამოუკიდებლობა გამოაცხადეს - მივიღეთ დროშა, ჰიმნი და იმ დროისთვის მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და პროგრესული კონსტიტუცია. ამ მხარეში ყველაზე მკაფიოდ არის გამოხატული ადამიანის ინდივიდუალიზმი, რომელიც ქმნის გურულ, ყველასგან განსხვავებულ და საინტერესო პოლიფონიას.
2012 წლიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რეგიონში განხორციელდა უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობისა თუ ეკონომიკის ხელშემწყობი პროექტები.
გურიაში ყოფნისას, რასაკვირველია, შეუძლებელია განსაკუთრებით არ აღვნიშნოთ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ამ მხარისადმი, რომელიც ნათლად გამოიხატება თუნდაც მხოლოდ იმ ფაქტით, რომ მან, საკუთარი ქველმოქმედებით და გააზრებული, მიზანმიმართული ნაბიჯებით, ყველანაირი წინაპირობა შექმნა იმისთვის, რომ გურია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვითარდეს, მიღებული ეკონომიკური სარგებელი კი თითოეულმა ადგილობრივმა საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნოს.
ამ ყველაფერთან ერთად, ბუნებრივია, ჩვენს წინაშე კვლავაც რჩება გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ როგორც დღემდე, 2012 წლიდან მოყოლებული, ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდიგვერდ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ეს გამოწვევა იქნეს დროულად მოგვარებული. მინდა, წარმატებები გისურვოთ, გამარჯვებები გისურვოთ!", - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)