20:22 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 15:45:42, 668 ნახვა

საზოგადოება
ერისთავისა და გვარამაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები სრულდება

საბურთალოს რაიონში, ერისთავისა და გვარამაძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. 

სამუშაოების შედეგად, ჯამში, 3 781 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად გაეცნო.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ერისთავისა და გვარამაძეს ქუჩებზე, სადაც რთული მდგომარეობა იყო და ამ დრომდე  არ არსებობდა ასფალტის საფარი. პირველ ეტაპზე, კომპანიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოაწესრიგა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ახლა კი, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება სრულდება“, -განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 296 299 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics