|
2020-10-10 10:03:22, 597 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ბაღები 10,000-მდე ჰექტარს შეადგენს
„მთელი საქართველოს მასშტაბით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10,000 ჰა-მდე ფართობს შეადგენს; მათ შორის, 3,000 ჰა კაკლის ბაღია“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, რომელიც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარის, ბაბეკ ნიაზოვის კაკლის ბაღში იმყოფებოდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზემო არქევანში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ფერმერმა ბაბეკ ნიაზოვმა კაკლის ბაღი გააშენა. 4 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენების და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის ფერმერმა 16,000 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, მათ შორის, 10,000 ლარზე მეტი ნერგების შესაძენად, ხოლო 6,000 ლარზე მეტი - წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. წელს ბაბეკ ნიაზოვი პირველ მოსავალს, 5 ტონა კაკალს ელოდება. ბაღში 10 ადგილობრივია დასაქმებული. ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილის, კახა კობერიძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მოტივაციაა ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის. პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყოფს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)