21:52 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 22:56:59, 427 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: ინდივიდუალური შეხვედრები უფრო მეტ საშუალებას მაძლევს, ჩემი თანაქალაქელების შეხედულებებს თუ პრობლემებს გავეცნო

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან  იდნივიდუალური შეხვედრების ფორმატში საფიჩხიის მუნიციპალიტეტის ევდოშვილის, ნეკრასოვის, ბაგრატიონის ქუჩებისა და  ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის ხარებავას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

საკუთარი საარჩევნო პროგრამისა და სამომავლო გეგების გაცნობის შემდეგ, მოისმინა მოქალაქეების პრობლემები, პოლიტიკური შეხედულებები, შენიშვნები, რჩევები. ისაუბრა საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ქუთაისში განათლების, კულტურის, მედიცინის ხელშეწყობასა და თითოეული მოქალაქის ჩართულობის სურვილზე ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხში.

"ინდივიდუალური შეხვედრები უფრო მეტად მაძლევს საშუალებას გავეცნო ჩემი თანაქალაქელების შეხედულებებს და პრობლემებს. მოქალაქეების პრობლემები თუ მიდგომები, განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ საერთო ერთია -  მათ უნდათ მშვიდობიანად ცხოვრება მოწესრიგებულ და  ლამაზ ქალაქში. ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ, ჩვენი მოქალაქეების თანადგომით, საერთო საქმისათვის ერთად ყოფნით ეს კიდევ უფრო მალე გახდება შესაძლებელი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენეციის კომისია პარტიების აკრძალვაზე: შესაძლოა ძირეულად შეარყიოს კონსტიტუციური წესრიგი
ვენეციის კომისია "გრანტების კანონზე" - ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს
ადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics